რუსეთში ცნობილი ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

Nusagi

რუსეთში ცნობილი ქართველი ექიმი, ზაალ გიორგაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ზაალ გიორგაძე მეოთხე საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. იგი 67 წლის იყო.

როგორც რუსული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ მას სახლში დარჩენა შეეძლო, თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.

რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: