სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტზე: ორ ადამიანს ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებ

Nusagi

არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, შეწყალება არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად ერთხელ და სამუდამოდ ვაავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან რომელიც რეალურად წინსვლასი გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

Facebook Comments
%d bloggers like this: