საქართველომ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა

Nusagi

ევროკავშირის სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა და წარმატებები. თქვენი თავმჯდომარეობის დიდი ნაწილი კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში წარიმართა. მიუხედავად ამისა, თქვენ შესძელით ეფექტიანი ხელმძღვანელობა და აჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში, – აცხადებს ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, მეგლენა კუნევა

„ეს თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს აღნიშნულ ღირებულებებს და სახავს მოქმედების გზას კოვიდის კრიზისის შედეგად შექმნილ განსაკუთრებულ და უჩვეულო პირობებში. დიდ მიღწევას წარმოადგენდა ასევე თქვენი თავმჯდომარეობის აქცენტი გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე და ასევე ის, რომ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება დამატებით პროცედურასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საპასუხოდ. მადლობა ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას“, – აღნიშნა მეგლენა კუნევამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: