ირაკლი წულაია: ნაცმოძრაობა ლობისტი „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან მართავდა შეხვედრებს

Nusagi

გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ ავტორი ირაკლი წულაია „ფრონტერას“ თემას ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპორატიული დავა პოლიტიკური მანიპულაციების წყაროდ იქცა. ცხადია, რომ ამერიკული კომპანია მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს და ფაქტობრივად ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭებით აშანტაჟებს სახელმწიფოს.

„კომპანიის მოტივი აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ აქ მთავარი „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივია. „ნაციონალური მოძრაობის“, რომელთა წევრებიც 2019 წლის ნოემბერში, ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით წერილის ავტორ კონგრესმენებთან „ფრონტერას“ ტემაზე აქტიურად მართავდა შეხვედრებს. ჩვენ ამ შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი მოვიპოვეთ. დოკუმენტში რასაკვირველია კონკრეტულად არ წერია თუ რა იყო შეხვედრების მიზანი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრების შემდეგ, მალევე დაიწყო წერილების ორგანიზებულად დაგზავნა საქართველოს მთავრობისთვის და მისი მეთაურისთვის.

დიდი პოლიტიკური ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ წერილების დამკვეთი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და „ფრონტერას“ საქმით პოლიტიკური მანიპულაციებიც სწორედ მათი გეგმის ნაწილია“,-აცხადებს „ბიზნესი იმედზე“ გადაცემის ავტორი.

ირაკლი წულაიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება ფიქრობენ, რომ ამით მმართველი გუნდის რეიტინგს დააგდებენ. მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკური მანიპულაციებით ზიანდება არა მმართველი გუნდის, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესები. ზიანდება ქვეყანა, ზიანდება მისი ეკონომიკა, ზიანდება მისი საინვესტიციო რეპუტაცია. არადა ამაში, ყველა ხელისუფლების საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული, მათ შორის ზემოთ ხსენებული პარტიის მმართველობის ხანაშიც.

Facebook Comments
%d bloggers like this: