საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

Nusagi

ხვალ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ მოხდება ოჯახის, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ამასთან, მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხით წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს.

ავტოკოლონით მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყება.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 2020 წლის 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.საზოგადოება1 წუთის წინ

Facebook Comments
%d bloggers like this: