ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ანტისხეული კორონავირუსს ბლოკავს

Nusagi

ამერიკული ბიოფარმაკცევტული კომპანიის, Sorrento Therapeutics-ის მეცნიერების განცხადებით, მათ ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელსაც კორონავირუსის დაბლოკვა შეუძლია. კომპანიის დამფუძნებლის, ჰენრი ჯის თქმით, STI-1499 ტიპის ანტისხეული ადამიანის უჯრედებს ვირუსისგან 100%-ით იცავს და ის ორგანიზმიდან 4 დღეში გამოჰყავს.

აშშ-ში დღეისათვის კოვიდინფიცირების 1,5 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 89 130 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 328 314 პაციენტი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: