ბრიტანეთი კოვიდ19-ის ახალი პიკისთვის ემზადება

Nusagi

ინგლისის მთავარი სამდიცინო ოფიცრის მოადგილე აცხადებს, რომ ბრიტანეთი „ბსოლუტურად“ ემზადება კორონავირუსის ახალი პიკისთვის მიუხედავად ახალი შემთხვევების „გარკვეული მდგრადი კლებისა“. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

პროფესორმა ჯონათან ვან ტამმა ხელისუფლების ყოველდღიურ ბრიფინგზე, რომელიც კორონავირუსზე განახლებულ ინფორმაციებს ეძღვნება, განაცხადა, რომ ახალი აფეთქების რისკი რეალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნებაა, თუ ვაქცინის შექმნა მოხერხდება. თუმცა, „ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ოდესმე მოხდება“,-დასძინა მან. 

 „შესაძლოა, ჩვენ მოგვიწიოს ცხოვრება და ცხოვრების სწავლა ამ ვირუსთან ერთად ხანგრძლივ პერსპექტივაში და, რა თქმა უნდა, მრავალი თვის, ან წლის განმავლობაში“,-განაცხადა პროფესორმა. 

მისივე თქმით, სოციალურმა დისტანციამ ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას, მაგრამ სეზონის ცვლილებასთან ერთად შესაძლოა, კვლავ დაიწყოს ინფიცირების შემთხვევათა მატება.

„შესაძლოა, შემოდგომაზე და ზამთარში საუკეთესო პირობებია ვირუსის გავრცელებისთვის და ის კვლავ გააკეთებს თავის საქმეს“,-განაცხადა მან.

„ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მზად ვიყოთ ასეთი ნახტომისთვის ჯანდაცვაში, იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება, მაგრამ მაინც მზად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: