გიგი უგულავა: გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება ძალაში არ არის

Nusagi

პრობლემა ჯერ ამოწურული არ არის და სანამ გიორგი რურუა საპატიმროში იქნება, ეს პრობლემა პრობლემად დარჩება- ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამის გარეშე 8 მარტის შეთანხმება მიღწეულად არ ჩაითვლება.

„არ არსებობს სანახევრო შეთანხმებები. არსებობს შეთანხმებები, რომლებიც უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ ქვეყანა გავიდეს ჩიხიდან, რომელშიც ის „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. საერთაშორისო პარტნიორებთან შერცხვენა კი არ გვჭირდება, არამედ თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება არ არის ძალაში, არ არის სრულად შესრულებული. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს არ დაუჭერს მანამდე მხარს, ვერ დაუჭერს მხარს, ვიდრე შეთანხმება სრულად არ არის შესრულებული.“- განაცხადა გიგი უგულავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: