როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

Nusagi

18-19 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია ნავარაუდევი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20-21 მაისს მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. 18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-20 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 მაისს +32 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: