Advertisements

სოფიო ხუნწარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზი განმარტა

თბილისის მერის უკვე ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში წერს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას ისევ “არტარეაში” გააგრძელებს.

ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თბილისის მერს კახა კალაძეს მიცემული შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ მეგობრებო. ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ) მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში,” – წერს სოფო ხუნწარია. სოფიო ხუნწარიას თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა

Facebook Comments
Advertisements

You may have missed