NBC: ტრამპის მიერ გათავისუფლებული სახელმწიფო დეპარტამენტის გენინსპექტორი პომპეოს საქმეს იძიებდა

Nusagi

სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი, სტივ ლინიკი, რომელსაც პოსტი დაატოვებინეს, მაიკ პომპეოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას იძიებდა, -ამის შესახებ NBC კონგრესში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, ნათქვამია, რომ ლინიკი ამოწმებდა, მართლაც ავალებდა თუ არა მაიკ პომპეო თავის თანამშრომლებს, სასეირნოდ გაეყვანათ მისი ძაღლი, გამოეტანათ მისი ტანსაცმელი ქიმწმენდიდან და სხვა პირადი დავალებები შეესრულებინათ.

 NBC -ს წყარო არკვევს, იძიებდა თუ არა ლინიკი მაიკ პომპეოს სხვა სახის დარღვევებს. წარმომადგენლობითმა პალატამ გამოძიების დეტალები გენერალური ინსპეტორის გათავისუფლების შემდეგ მიიღო. 

თეთრი სახლიდან ტელეკომპანიას თავისმა წყარომ აცნობა, რომ ლინიკის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია პომპეოს ეკუთვნოდა და ტრამპი დაითანხმა. 

წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენჯელმა და სენატორმა ბობ მენდესმა განაცხადეს, რომ ლინიკის გათავისუფლების საქმეზე მოკვლევას დაიწყებენ. მათ უკვე მოითხოვეს თეთრი სახლისგან შესაბამისი დოკუმენტები. 

2019 წელს CNN იუწყებოდა, რომ დემოკრატები იძიებენ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების საჩივარს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პომპეო მათ საკვების მოსატანად აგზავნიდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: