ანდრეა ბოჩკორი: მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტი 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობას 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დაიწყებს

Nusagi

ევროპარლამენტის ძირითად ჯგუფებს შორის ზოგადი თანხმობაა მიღწეული იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანაა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეა ბოჩკორმა განაცხადა.

იგი მიესალმება, რომ საქართველოს პარლამენტი 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობას საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დაიწყებს.

,,ევროპარლამენტის ძირითად ჯგუფებს შორის ზოგადი თანხმობაა მიღწეული იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანაა. ძალიან მნიშველოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ვუთხრათ და დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენ ვაღიარებთ მათ ძალისხმევას და მიღწევებს, განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას და ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორებად მივიჩნევთ.

საქართველოს და ქართველ ხალხს აქვთ ევროკავშირის რწმენა. მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ეს დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ასეთი დადებითი ნაბიჯების შენარჩუნება ჩვენ ორივე მხარისგანაა საჭირო იმისთვის, რომ სრულად შესრულდეს ეს შეთანხმება“ ,- განაცხადა ანდრეა ბოჩკორმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: