“არ უნდა მიგეღო სამუშაოდ ნოდარ მელაძე… ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი” – რის გამო უსაყვედურა “უცნობმა” გრიგოლიას?

Nusagi

მომღერალმა და რადიო “უცნობის” დამფუძნებელმა გიორგი გაჩეჩილაძემ (“უცნობი”) ჟურნალისტი, “ტვ პირველის” დირექტორი ინგა გრიგოლია სამსახურში ნოდარ მელაძის მიღების გამო გააკრიტიკა. როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინ, ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა და “ტვ პირველზე” გადავიდა.
აღნიშნულის შესახებ გრიგოლიას გაჩეჩილაძემ თავის საავტორო რადიოგადაცემაში – “უცნობი კიდობანი” უსაყვედურა.
“არ უნდა მიგეღო სამუშაოდ ნოდარ მელაძე”, – უთხრა გრიგოლიას გაჩეჩილაძემ პირდაპირ ეთერში, რაზეც გრიგოლიასგან პასუხად მიიღო, რომ “ნოდარ მელაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო “ნიუსმეიკერი”.
“მე კიგეუბნები, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი, ხალხმა შეაფასოს, ჩემს ზურგზე გადატეხილ ისტორიას გეუბნები, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცილისმწამებელი, ჩემთვის კარგი მენეჯერი არაფერს  ნიშნავს, პირველ რიგში ადამიანობა და სამართალია მთავარი”, – განაცხადა  “უცნობმა”.  პასუხად გრიგოლიამ ურჩია, თუ ცილი დასწამეს, სასამართლოსთვის მიემართა.
“უცნობის” თქმით, მან ერთხელ მიმართა სასამართლოს, მოიგო, მაგრამ ამით არაფერი მიუღია. კერძოდ, მან უჩივლა ელისო კილაძეს, თუმცა მისი თქმით, სასმართლოში ჩივილს აზრი არ აქვს.დიალოგი ვრცლად იხილეთ ვიდეოში

(იხ,ბმული)

https://video.ambebi.ge/files-6/2020/05-18//ar-unda-miigho-samushao-nodar-meladze-is-aris-ert-erti-sauketeso-tsilis-mtsamebeli-tskhare-saubari-utsnobsa-da-inga-grigolias-shoris-227916.mp4

Facebook Comments
%d bloggers like this: