გიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყალბს ჰგავს და უნდა მოიხსნას-ანა ფოტიგა

Nusagi

საქართველო ევროკავშირის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ იქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ და იმედს გამოთქავმს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიხსნება.

„მსურს გიორგი რურუას სახელიც ვახსენო, რომელიც დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედია მფლობელია. მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას,“- განაცხადა ანა ფოტიგამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ბოლომდე შესრულდება და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი იქნება.

წყარო:ipn.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: