დეპუტატი არ ხართ… თქვენ ხართ ვირუსი! – რომან გოცირიძე დავით მათიკაშვილს

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს მიმართა და უთხრა, რომ იგი „ადამიანი ვირუსია“.

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებები​განიხილებოდა.

განხილვისას დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ კოვიდ ინფექციამ 12 ადამიანი შეიწირა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ასობით ადამიანის სიცოცხლე.

მას კი რომან გოცირიძე ასე გამოეხმაურა:

„თქვენ ხართ ვირუსი, სხვანაირად რა უნდა გიწოდოთ. დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთვრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს, ადამიანი ვირუსი“,- აღნიშნა გოცირიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: