მოვა არჩევნები და ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან – პრემიერი

Nusagi

მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა სრულად მობილიზებულია პირველ რიგში კორონავირუსის დასამარცხებლად, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად.

„ეს არის ჩემთვის მძიმე და ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომელმაც პოლიტიკური მანტია მოისხა და ამის გამო, ასეთი მძიმე, კონკრეტული, კრიმინალური დანაშაულების გამო შეიწყალეს.

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი დღეს, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად, მეორეხარისხოვანია.

არავის ეგონოს, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. არავის ეგონოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია. ეს ასე არ არის.

მსოფლიოში არიან სისტემური სახელმწიფოები, რომლებიც დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამე ტალღას. გლობალური გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტი ისაა, რომ ამ პირობებში პატარა ქვეყნებისა და მთავრობების პასუხისმგებლობა ათმაგდება.

ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული კოვიდის დასამარცხებლად, რომელიც გარანტირებული არავის აქვს, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და შემდეგ რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად.

ქართველი კაცი არის ბრძენი – მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: