პოლიტიკა

„ოპოზიციას შეუძლია, მათი საყვარელი სისტემა დატოვოს, რომელსაც შევარდნაძის დროიდან უფრთხილდებოდნენ“

Nusagi

უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებეს მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება ოპოზიციას, კობახიძის თქმით, მათ ოპონენტებს შეუძლიათ, თავიანთი “საყვარელი” სისტემა დატოვონ. თუმცა ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, როდესაც მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს”, — განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,935 ნახვა
%d bloggers like this: