საზოგადოება

პენსიები გაიზრდება – ირაკლი კოვზანაძე

Nusagi

დღეიდან, პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას ინდექსაციის ფორმულის მიხედვით ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით.

იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები, პენსიების ზრდის მორიგი ეტაპი დაპირებისამებრ განხორციელდება და წლევანდელ ბიუჯეტში ამისთვის თანხა უკვე გაწერილია.

ისიც უნდა ითქვას, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის 20 ლარით გაიზარდა და შეადგენს უკვე 220 ლარს”, – განმარტა კოვზანაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,304 ნახვა
%d bloggers like this: