მედიცინა

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელების 24 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

„დღეს მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ინფიცირების 702 შემთხვევა გვყავს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით და 456-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. უკვე სხვაობა კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210-ით აჭარბებს. ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა არ შეცლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გამოჯანმრთელებული 24-დან 1 ჩვენია და სხვა სიტუაცია უცვლელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიტოვონ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ გარეთ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,813 ნახვა
%d bloggers like this: