სომხეთში, 24 სთ-ში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა

Nusagi

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 041-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 64 შეადგინა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 2614 კოვიდ პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2788-ს შეადგენს.

ipn

Facebook Comments
%d bloggers like this: