ტრამპი: კვირანახევარი ვიღებდი პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინს

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ, დღის ბოლოს განაცხადა, რომ კვირანახევრის განმავლობაში კორონავირუსისგან თავდასაცავად ჰიდროქსიქლოროქინს, იგივე პლაქველინს  იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს შეუძლია სასიკვდილო გვერდითი ეფექტის გამოწვევა და არ არის დამტკიცებული, რომ covid-19-ით ინფიცირებისგან იცავს,-ინფორმაციას washington post ავრცელებს.

​გასულ თვეში საკვების ხარისხისა და სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება სახლის პირობებში საშიშია, რადგან ამან შესაძლოა, გულს შეუქმნას სერიოზული პრობლემა. 

ტრამპმა ორშაბათის გამოსვლაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კვლავ გააკრიტიკა და დაემუქრა, რომ სამუდამოდ შეუწყვეტს დაფინანსებას და ამ ორგანიზაციაში აშშ-ს ყოფნის საკითხსაც განიხილავს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: