Advertisements

დედა მიკრძალავდა მთელი ცხოვრება ამის გახმაურებას, ახლაც ეშინია მაგრამ უკვე ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი

დედა მიკრძალავდა მთელი ცხოვრება ამის გახმაურებას, ახლაც ეშინია მაგრამ უკვე ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი,- წერს სოციალურ ქსელში ინგა ბერიკაშვილი. რომელიც 90-იან წელბში ვერის საძმოს, „ბოროტების“ მიერ მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლაზე ყვება. მისი თქმით, ამ დრომდე დედა უკრძალავდა ამ თემაზე საუბარს.


„ყველას გვახსოვს თბილისის 90 მძიმე წლები…
10 წლის ვიქნებოდი იმ წელს, როცა ეს შემზარავი ფაქტი მოხდა.
ცეკვიდან კონკურსი მქონდა სპორტის სასახლეში და დედამ იქ დამტოვა. პირველი ადგილი ავიღეთ მაგრამ ჩემი კლასელის თამუნას გარდა არავინ არ მოვიდა, დედა არასოდეს მტოვებდა ასეთ დღეს მარტო და სალხში ფეხით წავედი 10 წლის ბავშვი, რადგან გზის ფულიც არ მქონდა.

მოგვიანებით გავიგე, რომ დედა ფილარმონიის სალაროებთან რურუებმა და მისმა მკვლელების ბანდამ ჩაცხრილა, მამა კი ავტომატის კონდახით ისი მიცემეს, სახე არ ეტყობოდა.

ბოროტების საძმოს ფილარმონიის სალაროს გაქურდვა უნდოდათ მაგრამ დედამ და მამამ რომლებიც ფილარმონიაში მუშაობდნენ, ამის უფლება არ მისცეს.
30 -მდე ტყვია ესროლეს დედას და რომ არა სასწაული იმისა, რომ პლასტმასის ტყვიები იყო ავტომატში, დღეს ობლები ვიქნებოდით მე და ჩემი ძმა.
დედა სისხლისგან იცლებოდა და გადაიყვანეს ვაკის მეცხრე საავადმყოფოში. მოგვიანებით რურუები თავისი ბანდით მიყვარდნენ დედას და დაემუქრნენ შვილების სიცოცხლის მოსპობით თუ იჩივლებდა და რამეს იტყოდა. ეს ისტორია ძალიან კარგად იცის ყველამ ვინც იქ მუშაობდა მაშინ, რადგან ხალხით იყო სავსე, ამ ნაძირლებს ხომ არავისი არ ერიდებოდათ.
ხოდა მათ გასაგონად ვწერ ეხლა, ჯერ გარდაცვლილი რურუა და ეხლა ეს პატიმარი რურუა ანგელოზი რომ გგონიათ და მათ მზეს იფიცებთ, თქვები ოჯახის წევრები რომ ჩაეცხრილათ ან სხვა ზიანი მიეყენებინათ კიდე ასე დაიცავდით? თუ თქვენი იმპოტენტი შვილები იმსახურებენ სიცოცხლეს და ყველაფერს საუკეთესოს და მათ მიერ ჩაცხრილული ვაჟკაცები არა?
როცა მკვლელების მხარეს ხარ, მათზე უარესი არარაობა ხარ!“,-წერს ინგა ბერიკაშვილი.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed