მაინცდამაინც, დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა – რას უხსენებს არეშიძე ოქრუაშვილს

Nusagi

პროვოკაციაში ივანიშვილი კი არა, ის ახალგაზრდობა ჩაითრიეს, რომელთაც მართლა ეგონათ, რომ იმ ვითარებაში შეიძლებოდა სამართლიანობის და სიმართლის პოვნა, – ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.

„სისულელე დაუშვა ოქრუაშვილმა, ეს რომ თქვა. მეტყველებს, რომ მაინცდამაინც, დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. ეს მის წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. რას ნიშნავს ეს, რომ ის პრვოკატორია დამთელი ეს ღონისძიება იყო პროვოკაციული ღონისძიება.

ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაზე აქვს პრეტენზია, ასეთ რამეს არ ამბობს.

პროვოკაციაში პირველ რიგში ივანიშვილი კი არ ჩაითრიეს, ჩაითრიეს ის ახალგაზრდობა, რომელთაც მართლა ეგონათ, რომ იმ ვითარებაში შეიძლებოდა სამართლიანობის და სიმართლის პოვნა.

ოქრუაშვილისგან პროვოკაციები გასაკვირი არ არის. გვახსოვს მისი შესვლა სამხრეთ-ოსეთში, ახალგაზრდები მიწაში ჩააწვინა, შემდეგ პოლიციელები ​დააჩოქეს. ეს ყველაფერი ოქრუაშვილის პროვოკაცია იყო.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ადგილას, ამ განცხადებას ავიღებდი და გავუგზავნიდი იმ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმარი იყო. ნახავდნენ, როგორი პოლიტპატიმარია, კაცი პროვოკაციებზე შეგნებულად მიდის“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, „ღამის მთავარის”, ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილს შეცდომა დააშვებინეს, და მან გაისროლა.

Facebook Comments
%d bloggers like this: