,,პოლიტპატიმრის“ წლის აღიარება – ანდრია გვიდიანი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე (ვიდეო)

Nusagi

ანდრია გვიდიანი – შეხედეთ როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები“. ,,პარტიები“ და მარტივად უპასუხებთ შეკითხვას, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში,- ამის შესახებ ექსპერტი ,,ანდრია გვიდიანი“ სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ორქუაშვილის განცხადებას ეხმიანება და ვიდეოს აქვეყნებს.
ოქრუაშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა – ,, ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა“.

ანდრია გვიდიანის თქმით, ეს ,,პოლიტპატიმრის“ წლის აღიარებაა

,,ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია ოქრუაშვილი; რომელი ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია ხოშტარია; ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის აგენტის პრესმდივანი იყო მაქარაშვილი; რომელი ქვეყნის არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა დიღმელაშვილი; ამას დაამატეთ, რომელ ქვეყანას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები სააკაშვილმა და ბოკერიამ; ამას დაამატეთ, ვის სასარგებლოდ დააბრალეს საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყება და ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კანდელაკმა, გაბაშვილმა, თაქთაქიშვილმა, დარჩიაშვილმა და თარგამაძემ; ამას დაამატეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ტერარიუმში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური „პარტიები” და მარტივად გასცემთ პასუხს შეკითხვას – ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში”,- წერს ანდრია გვიდიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: