საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, თუმცა არსებულ ვითარებაში ის შედეგს ვერ მოიტანს

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტმა გაიხსენა ის შეთანხმება, რომელიც რუსეთთან იმ პერიოდში დაიდო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც რუსეთს არ დაურღვევია, სწორედ პირდაპირი დიალოგის შედეგი იყო.

„მე პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს. ერთია ომი, მეორე კი დიალოგი. მე სხვა გზა არ ვიცი. ვინმემ თუ იცის მესამე გზა, ძალიან მაინტერესებს. ამიტომ მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი. მე მაქვს ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, იყო პირდაპირი დიალოგის შედეგი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს სოლიდარობის ნიშნად, კონფლიქტის შესუსტების ნაცვლად, რუსეთმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლა, რაც პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ცუდი საფუძველია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამისთვის სიტუაცია ალტერნატიულ ფორმატებში უნდა მომზადდეს.

„არ მითქვამს, რომ შესაძლებელია მივაღწიოთ რამე შეთანხმებას, მე ვთქვი ზოგადად, რომ პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ შემდეგ მოდის ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და პირობები. გაეროს გენმდივანმა თქვა, რომ ყველგან, სადაც კონფლიქტებია და დაძაბულობა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სიტუაცია უნდა დამშვიდდეს და რაღაც საკითხები გადაწყდეს. ამ დროს ჩვენი შეთავაზებები, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული რეგიონებში, არ იყო მიღებული, პირიქით – ამან გამოიწვია მეტი დაძაბულობა. ეს ყველაფერი არ ქმნის დღეს პირდაპირი დიალოგის საშუალებას. სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ალბათ, დღეს სიტუაცია ჯერ სხვა ფორმატებში უნდა მომზადდეს, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,887 ნახვა
%d bloggers like this: