სამახსოვრო წარწერები მაინც გავაკეთეთ – ქუთაისში ბოლო ზარი დისტანციურად აღნიშნეს

Nusagi

პანდემიის გამო ქუთაისის სკოლები ბოლო ზარის ღონისძიებას განსხვავებულად შეხვდა. ბოლო ზარის ღონისძიება სკოლებში არ გამართულა, თუმცა რამდენიმე მოსწავლემ ინდივიდუალურად გადაიღო, სამახსოვრო ფოტო თეთრ მაისურში

„გადავწყვიტეთ მაინც არ დაგვეტოვებინა ეს დღე აღნიშვნის გარეშე. სკოლის ეზოსთან შევიკრიბეთ და სამახსოვრო წარწერები მაინც გავაკეთეთ“, – ამბობს 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნანუკა შაკინოვი.  სკოლის დასრულება მოსწავლეებს განათლების მინისტრმაც მიულოცა.

Image may contain: 12 people, people standing, shoes and outdoor

„ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი” – დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, – ამბობს მინისტრი თავის მიმართვაში.

ქუთაისში, სკოლა 1945-მა მოსწავლემ დაასრულა. მათგან 1680-მა მოსწავლემ – საჯარო სკოლაა 265-მა – კერძო.

წყარო:primetime

Facebook Comments
%d bloggers like this: