Advertisements

გასულ 24 საათში მსოფლიოში covid 19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეისუსის თქმით, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

„ამ პანდემიაში ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემთხვევების ორი მესამედი ოთხ ქვეყანაზე მოდის: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed