Advertisements

კორონავირუსი კატიდან კატას შეიძლება გადაედოს – პატრონებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

მკვლევარები, რომელთა შორის არიან ტოკიოს უნივერსიტეტის სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერები, ამბობენ, რომ კორონავირუსს შეუძლია კატებს შორისაც გავრცელდეს. ვირუსით ინფიცირებული კატის გალიაში მეორე კატის მოთავსებიდან რამდენიმე დღეში ინფექციის სიმპტომები მასაც განუვითარდა. 

ინსტიტუტის პროფესორმა, კავაოკა ესიხირომ , რომელიც აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობდა, მოუწოდა კორონავირუსით ინფიცირებულებს, თავი შეიკავონ შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან, მათ შორის კატების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed