Advertisements

თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი – ბოკერიას პასუხი კობახიძეს

„თუ გოიმი ხარ, ჯობია კიარა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო“,- ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მას „ნომერ პირველი გოიმი“ უწოდა.

„მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში უნდა ეცადოს, იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, ჯობია კიარა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო.

ამიტომ დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის.

ნომერ პირველი უნდა იყო. უნდა ეცადო ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, რომ თავი ნომერ პირველ გოიმად ჩავთვალო“, – უთხრა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

Facebook Comments
Advertisements