Advertisements

იტალია საზღვრებს ხსნის – თარიღი ცნობილია

იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, პაოლა დე მიშელეს განცხადებით იტალიის ყველა აეროპორტი ტურისტებს 3 ივნისიდან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„3 ივნისიდან შესაძლებელი იქნება ყველა აეროპორტის გახსნა, მაშინ როდესაც უკვე დაშვებული იქნება რეგიონული და საერთაშორისო გადაზიდვები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები მოიხსნება“,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ფრენები 14 მარტს შეწყვიტა.

Facebook Comments
Advertisements