Advertisements

რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კორონავირუსით ინფიცრების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემების თანახმად, კადიროვმა შეუძლოდ თავი რამდენიმე დღის წინ იგრძნო, თუმცა მისი მდგომარეობა მალე გართულდა, რის გამოც მისი ჰოსპიტაციზაცია გახდა საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, კადიროვს ფილტვის დაზიანება აღენიშნება, ექიმებს COVID-19-ზე აქვთ ეჭვი.

ინფორმაციას ჩეჩნეთის ოფიციალური უწყებები ამ დროისთვის არც უაყოფენ და არც ადასტურებენ. შეუძლებელია დააკვშირება კადიროვის პრეს–სამსახურთანაც.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიიცრებულია რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი, პრეზიდენტის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვიდა დუმის 5 დეპუტატი.

Facebook Comments
Advertisements