Advertisements

საგანგებო სესიაზე დეპუტატებმა ექიმებს ტაში დაუკრეს

პარლამენტში საგანგებო სესიაზე დეპუტატებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის სიმბლური მადლობა გადაუხადეს და ტაში დაუკრეს.

“შევძელით, რომ თავიდან აგვერიდებინა ეპიდემიური ტალღა ჩვენს ქვეყანაში. შევძელით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა. მე მინდა პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს და ყველა მოკავშირე სამსახურის წარმომადგენელს, ვინც ჩართული იყო კოვიდინფექციის მართვაში და ვინც ეფექტურად შეძლო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება”, – განაცხადა სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed