Advertisements

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 721 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10 – ით გაიზარდა და 485 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed