მოგზაურობა

საქართველო როგორც – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი

Nusagi

ტურიზმის სექტორის ამოქმედების შესახებ საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისის თქმით საჭიროა მსოფლიომ საქართველო გაიცნოს როგორც „უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.“

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მხრივ ძალიან დიდი ინტერესია სხვა ქვეყნების მხრიდან და ის ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თავის უცხოელ კოლეგებთან. „მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან – ტურიზმის, ტრანსპორტის თუ ეკონომიკის მინისტრებთან – როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, უცხოელი ტურისტები მოწყურებულები არიან, უნდათ, რომ ქვეყნიდან გავიდნენ და დაისვენონ და საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა, რადგან დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და არამხოლოდ საინტერესო, არამედ სრულიად უსაფრთხო გარემო დახვდეს. ჩვენ ამაზე ჩვენს მედიკოსებთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,193 ნახვა
%d bloggers like this: