Advertisements

უკრაინა ადეიშვილის გარეშე ვერ სუნთქავს! – გიული ალასანია

ზურაბ ადეიშვილის გარეშე უბრალოდ ვერ სუნთქავენ უკრაინელები“ – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია  უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსების როლზე საუბრობს.

„ჩვენი ქართველები უკრაინაში არიან დიდიხანია. დიდი ინტერესია ქართველების მიმართ, გამორჩეულები არიან.

ლევან ვაშალომიძე მაგალითად, ბევრად ადრე დაინიშნა.

დათო საყვარელიძე მიიღეს უკრაინელებმა, მოსწონთ, დაუფასეს ის რაც გაუკეთებია. თვითონაც ადაპტირება მოახდინა, უკრაინულიც ისწავლა, ცხოვრების წესიც და ძალიან უყვართ.

ზურაბ ადეიშვილის გარეშე უბრალოდ ვერ სუნთქავენ უკრაინელები.

სულ სჭირდებათ კონსულტაცია ადეიშვილთან, როგორც ვიცი გენერალურ პროკურორს, ასევე ძირითადი პირები ზელენსკი, პრემიერ-მინისტრი.

ჩემს შვილსაც ძალიან მოეწონა ეს ადამიანები. ძალიან პატიოსანი ხალხია და მათთან თანამშრომლობა შეიძლება,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed