აზერბაიჯანში კორონავირუსით 681 მედიცინის მუშაკი დაავადდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 18 პროცენტს შეადგენს,-ამის შესახებ აზერბაიჯანის ოპერატიული შტაბის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ინფიცირებული მედპერსონალიდან 537 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 ექიმი, ერთ-ერთი მათგანი – დღეს დილით.
შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი 31 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.
Facebook Comments