Advertisements

დამცავი კოსტიუმი ძალიან ცხელია, თან არ ვიცოდი, ასეთი გამჭვირვალე თუ იყო- მედდა თავს იმართლებს

რუსეთში, ტულას საოლქო საავადმყოფოში მედდამ კორონავირუსისგან დამცავი კოსტიუმი პირდაპირ ბიკინიზე გადაიცვა და გაზეთში მოხვდა.  

ფოტო, რომელიც ერთ-ერთმა პაციენტმა მედდას ფარულად გადაუღო, Тульские новости-ში გამოქვეყნდა.

გამოცემის ინფორმაციით, პალატაში მყოფ პაციენტებს პროტესტი არ გამოუთქვამთ.

ინფექციური საავადმყოფოს სხვა თანამშრომელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და კოლეგა დაიცვა. მისი თქმით, სკანდალამდე სხვა მედიკოსებიც ასე დადიოდნენ, განსაკუთრებით მამაკაცები. 

„თქვენ გიმუშავიათ ამ კოსტიუმში. ძალიან ცხელია. მეც ასევე, მხოლოდ ტრუსებში ვმუშაობ“,-განაცხადა მან და პაციენტის საქციელი გააკრიტიკა, რომელმაც მედდას ფოტო გადაუღო. 

გამოცემა წერს, რომ წესით, დამცავი კოსტიუმები ერჯერად, ან ნატურალური ქსოვილით შეკერილ ტანსაცმელზე უნდა ჩაიცვას, ყოველი შესვენების შემდეგ დამცავი კოსტიუმი უნდა გადააგდონ, შიგნით ჩასაცმელი კი, ან გაირეცხოს, ან ასევე ნაგავში გაუშვან. საავადმყოფოს დღე-ღამეში 300-დან 500 მდე კოსტიუმი სჭირდება, თუმცა ამის საშუალება არ არის და მედიკოსები თავინთ ტანსაცმელს ხმარობენ. ამასთან, თეთრეული, რომელიც მესამე ფენად ითვლება, სუფთაა და დამუშავებას არ საჭიროებს. 

მედდა თავს იმართლებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ დამცავი კოსტიუმი ასეთი გამჭვირვალე იყო.

„არ მოგვწონს გამჭვირვალე კოსტიუმებში სიარული, მაგრამ სხვა არ გვაქვს“,-აცხადებენ საავადმყოფოს თანამშრომლები. 

Facebook Comments
Advertisements