Advertisements

მარინა ეზუგბაია – კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, პროგნოზი კეთილსაიმედოა

როგორც თბილისის ინფექციურ კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კლინიკაში ამ დროისთვის 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 35 არის დადასტურებული „კოვიდ-19“-ით.

„ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ გუშინ არ მიგვიღია. ხუთი კი, არის შესაძლო შემთხვევა, რომელიც ახლა კვლევაშია და დღის განმავლობაში გვეცოდინება პასუხები. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, გაუმჯობესებულია, დღეს შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა და იმედია, თუ ასეთი მდგომარეობით გაგრძელდება სიტუაცია, ალბათ მალე გაწერაზეც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კლინიკაში მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი იმყოფება.

„მათ მდგომარეობაც ჯერჯერობით არ არის სტაბილური. გარკვეულწილად პროგრესირებს, როგორც პნევმონიის თვალსაზრისით, ისე კვლევების მონაცემებიც არ არის სტაბილური და ცვალებადია. ჯერ რამდენიმე დღეა სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ, მაგრამ იმედია, აქაც ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ძირითადი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და გამოსავალი ალბათ ყველასთან ძალიან კარგი უნდა იყოს“, – აცხადებს ეზუგბაია.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed