მეზობელ 4 ქვეყანაში ეპიდემიის ზრდაა, ეს არის საყურადღებო

Nusagi

ეპიდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება ჩვენს მეზობელ ოთხ ქვეყანაში, ეს არის ძალიან საყურადღებო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა მეზობელმა რუსეთმა.

„მთელ რიგ ქვეყნებში ზრდა არის. განსაკუთრებით, ეს ზრდა აღინიშნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ეს არის ძალიან საყურადღებო. ოთხივე იმ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გავქვს პირდაპირი საზღვარი, არის ეპიდემიის სერიოზული ზრდა, მათ შორის ეს ხდება ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში რუსეთში, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ გავრცელების ციფრებით გადაინაცვლა მეორე ადგილზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: