მე მას გიორგი რურუას არასდროს დავუძახებ, ის ნამდვილი ჟორიკაა

Nusagi

​ჟორიკა რურუა არ არის პოლიტპატიმარი, მან ამომიჟლიტა ოჯახი, მომიკლა 19 წლის შვილი და 33 წლის ძმა მის მეგობართან ერთად შატბერაშვილის ქუჩაზე,–ამის შესახებ 1993 წელს მოკლული ზაზა ვეფხვაძის დამ, მია ვეფხვაძემ გადაცემაში „მედიარენტგენი“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ვერის საძმომ, „ბოროტებმა“ მას შვილი იმის გამო მოუკლეს, რომ იცოდნენ, ზაზა ვეფხვაძე აუცილებლად ჩამოვიდოდა დისშვილის დასაფლავებაზე.

„ძალიან მიკვირს იმ პოლიტიკოსების, ჟორიკას რომ პოლიტპატიმარს უწოდებენ. მას კოლექცია ჰქონია იარაღების, მაგრამ სტეჩკინით არ კლავდა, ის ავტომატით ხოცავდა ხალხს. მე მას გიორგის არასდროს დავუძახებ, ის ნამდვილი ჟორიკაა მისი ჰაბიტუსიდან გამომდინარე, მინდა ვუთხრა, გახსოვს, ჟორიკ რომ გითხარი, ყველაფერი წაიღე და კიდევ რა გინდა, თუ გინდა, ბიჭებს ამოვთხრი და მათი სასაფლაოებიც შენ წაიღე მეთქი. რათ მინდა სასაფლაოო მითხარი. თუ ის პოლიტიკოსები გამოგიშვებენ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რაც ხარ, მე შეგებრძოლები. ერთი რამ ვერ გათვალე ჟორიკ, მე რომ დამტოვე ცოცხალი“,- ამბობს ზაზა ვეფხვაძის და.

როგორც მია ვეფხვაძე აცხადებს, შატბერაშვილზე ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას ზაზა ვეფვხვაძის ცოლი შეესწრო, რომელმაც თავად დაინახა, რომ მკვლელი გიორგი რურუა იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: