მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ ავტომობილში 3-ზე მეტ ადამიანზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩეს

Nusagi

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვიხსნეს ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის ფრონტი, რომელმაც შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა, რომ მთავრობამ იბრძოლოს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. 

„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცნობილი შეზღუდვა- ერთ ავტომობილში 3 ადამიანზე შეზღუდვა გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე.  მივიღეთ გადაწტყვეტილება, შევინარჩუნოთ შეზღუდვები საზოგადოებრივი და საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილებაზე, ასევე საზღვრებზე“,-განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველო მხოლოდ იმიტომ არის წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში, რომ ჩვენ გადავდგით ქმედითი ზომები, რაც გულისხმობს ქვეყანაში მობილობის შეზღუდვას. თუმცა მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ფრთხილად, შეზღუდვების დაცვით განაახლონ საქმიანობა ისე, რომ უბრალოდ ოჯახი არჩინონ.

„თუ აქამდე ვიბრძოდით 2 ფრონტზე- ჯანმრთელობის და ეკონომიკის, ახლა დაგვემატა ახალი ფრონტიც, ახლა სამწუხაროდ არის პოლიტიკური სპეკულირების ფრონტიც.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია ჯერ არ მოუხსნია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავ ეფექტურად ვებრძოლოთ მას.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა გადავუხადო მადლობა იმ გულისხმიერებისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ავლენდნენ. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ახლა მთელი მსოფლიო ემზადება კორონავირუსის ახალი ტალღისთვის, ამიტომ ზაფხული უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მზად დავხვდეთ ამ გამოწვევასაც“,-განაცხადა პრემიერმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: