Advertisements

ოპოზიციაში ზოგს მილიონის შოვნა უნდა, ზოგს წყნეთის ვილის დაბრუნება, ზოგს – ისევ ხალხის წამება ციხეებში

ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს არიან ბაჩო ახალაია და გვამების მოყვარული ვანო მერაბიშვილი, შესაბამისად, საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას და გასაგებია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში,-ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტვ-პირველის ეთერში დებატებისას განაცხადა. 

 „2013 წელსაც რამდენიმე კონგრესმენი აცხადებდა, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაწესებოდა. რამდენიმე სენატორმა გვამების მოყვარული ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ფაქტი კი ის არის, რომ დღეს უმაღლეს ნიშნულზეა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. საელჩის დასვნაში არცერთი გადაბრუნებული სიტყვა არ წერია, განხორციელდა ინვესტიციები, ამიტომ, ერთ მხარეს არის ფაქტები, მეორე მხარეს კი- პროვინციული პოლიტიკოსების დემაგოგია,

დიდი ხანია საუბარია, რომ ქართული ოცნება არის უნიათო, თუმცა ჩვენ ვხედავთ რა ხდება სომხეთში, მე ძალიან ვგულშემატკივრობ მათ, მაგრამ 1 საათის წინ ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა განცხადება, რომ მდგომარეობა არის უმძიმესი. ამ ფონზე საქართველო უკვე ემზადება ტურისტების მისაღებად. აი ეს არის ნათელი ფაქტი, თუ როგორ გაუმკლავდა ქართული ოცნება და ინსტიტუტები ურთულეს გამოწვევას. მეორე ფაქტია, რომ წინ წამოიწია ადამიანმა და ადმიანთან დაკავშირებულმა ღირებულებამ, ის აღარ ხდება, რაც 2012 წლამდე ციხეებში ხდებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ის 300 ათასი ადამიანი და მათი ოჯახები ადგებიან და ისევ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს მოიყვანენ ხელისუფლებაში? 

მეორე მხარეს არის დესტრუქციული, უიდეო ოპოზიცია, ერთი გემიდან მეორე გემზე მორბენალი, საშოვარზე გამოსული ადამიანები. რომელთაგან ზოგს მილიონის შოვნა უნდა, ზოგს წყნეთის ვილის დაბრუნება და ბაღლინჯოიანი ფქვილის გაყიდვა ზოგს კი, ხალხის წამება ციხეებში“,-აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.  

Facebook Comments
Advertisements