Advertisements

საქართველოში ამ დროისთვის ცხელ წერტილად რჩება სოფლები მუშევანი და გეტა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 48 290 PCR კვლევაა ჩატარებული. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაძაბული ვითარება ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში, თეთრიწყაროსა და მარნეულში იყო.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ სამ მუნიციპალიტეტზე ინფიცირებულთა 36% მოდის.

„ ყველაზე დაძაბული სიტუაცია ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. მთლიანად ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის 36% მთელი ინფიცირებულების ქვეყანაში და ყველაზე მაღალი ახალინფიცირებულთა მაჩვენებლი გვაქვს ბოლნისში -161 და ინდიკატორი 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე მაღალი სწორედ იქ არის, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. თეთრიწყაროში იყო 58 ინფიცირებული და ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მარნეულში -38“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილად რჩება ერთი რეგიონის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს.

„გეტაში ჩვენ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. ეს არ არის დიდი სოფელი, დაახოებით 400-მდე ადამიანია. გამოვიკვლიეთ 320 ნიმუში და 18 დადებითი იყო ანუ 7% იყო დადებითობის მაჩვენებლი. ყველა გადაყვანილია საავადმყოფოებში და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება სოფელ მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოგამოვიკვლიეთ 522 ადამიანი დღემდე. სულ არის 700-მდე მოსახლე და დამყოლობა არ იყო ძალიან მაღალი, ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს. იქ 55 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, ანუ 10%-ში გვაქვს დადებითობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გავაქვს სწორედ სოფელ მუშევანში. 12 სიკვდილიდან 3 გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი ანუ იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება.

Facebook Comments
Advertisements