Advertisements

ცვლილებები საგარეო უწყებაში – ვინ სად ინიშნება და ვინ ვის ცვლის

საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს მიხეილ ნინუას. იცით ის ჩემი მეგობარია და ჩემი ინიციატივით კრიზისულ მდგომარეობაში გვერდით დაგვიდგა.

ქეთევან ციხელაშვილი - ვიკიპედია
ქეთევან ციხელაშვილი

მას აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორიდან და იქ ბრუნდება. თუმცა ყოველთვის ჩვენი გუნდის და დიპლომატიური გუნდის წევრად მოვიაზრებ.

ვლადიმერ კონსტანტინიდი: რუსეთს ...
ალექსანდრე კონსტანტინიდი

მის პოზიციაზე დაინიშნება ალექსანდრე კონსტანტინიდი, გამოცდილი კადრია, გახლდათ ელჩი, აქვს დიასპორასთან ურთიერთობის გამოცდილება, დარწმუნებული ვარ აქაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სხვა პოზიციებზე.

გვეყოლება ასევე ახალი სპიკერი, ეს იქნება ქალბატონი მარიამ ნარჩემაშვილი“ – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკანიანმა ასევე თქვა, რომ ცვლილებები განხორციელდა საელჩოებშიც.

„ახალი ელჩებიც გვეყოლება. ნატოში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავის საქმიანობა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი გამოცდილება გამოვიყენოთ ჟენევაში, ამიტომ საქმიანობას გააგრძელებს იქ.

ვიქტორ დოლიძე: საქართველო ...
ვიქტორ დოლიძე

მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, ის იქნება ნატოში საქართველოს ელჩი.

მარი ნარჩემაშვილი

ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. მისი გამოცდილება იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“ – თქვა ზალკალიანმა.

Facebook Comments
Advertisements