უცხოური მედია

ჯამალ ხაშოგის შვილებმა მკვლელებს აპატიეს

Nusagi

თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის შვილებმა მკვლელებს აპატიეს,-ამის შესახებ ხაშოგის ვაჟმა, სალაჰ ხაშოგიმ ტვიტერზე დაწერა.

„წმინდა რამადანის ამ დალოცვილ ღამეს ჩვენ ვიხსენებთ ღმერთის სიტყვებს, რომ ისინი ვინც აპატიებენ და შერიგების გზას ადგებიან, ალაჰისგან წყალობას მიიღებენ. ამიტომ ჩვენ, წამებული ჯამალ ხაშოგის ვაჟები მივუტევებთ მათ, ვინც მამა მოგვიკლა“,-დაწერა სალაჰ ხაშოგიმ.

2018 წლის ოქტომბერში ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა და გაუჩინარდა. სამეფოს ხელისუფლება თავიდან უარყოფდა, რომ ჟურნალისტის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა 3 კვირის შემდეგ განაცხადეს, რომ ის საკონსულოში ჩხუბის დროს მოკლეს. ხაშოგი საუდის არაბეთის პოლიტიკურ რეჟიმს ხშირად აკრიტიკებდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,193 ნახვა
%d bloggers like this: