“ახლა ჩვენი სლოგანია – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან“

Nusagi

არ შევიქმნათ ილუზია, რომ ჩვენ კორონავირუსი საბოლოოდ დავამარცხეთ. პანდემია მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად. ის რეკომენდაციები, რაც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ რჩება, ყველამ ისევ და ისევ უნდა დავიცვათ. ანუ, უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტად ფრთხილები. დავიცვათ სოციალური დისტანცია. თავი ავარიდოთ და არ მოვაწყოთ დიდი თავშეყრები. დახურულ შენობებში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ პირბადე. ასევე ათი ადამიანი თუ ვიკრიბებით, თუნდაც გარეთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს პირბადე. დიდი მნშვნელობა აქვს, მაღაზიებში შესვლისას დისტანცირების დაცვას, მანქანებში იმდენი ადამიანის ყოფნას რაც რეკომენდებულია. სლოგანი „დარჩი სახლში„ შერბილდა და ჩვენ ვცვლით მას მეორე სლოგანით „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან““, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედდა.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით იყო ძალაში, შესაბამისად, კომენდანტის საათიც, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა, 23 მაისის დადგომისთანავე აღარ მოქმედებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: