უცხოური მედია

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კინოთეატრები გაიხსნა

Nusagi

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კინოთეატრები გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ზოგიერთ რეგიონში კინოთეატრების გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსახლეობის ნაწილს ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა უკვე შეუძლია. მაგალითად, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიას რეგიონში კინოთეატრები მხოლოდ 30 მაისს გაიხსნება, საქსონიაში კი კინომოყვარულებს ამის შესაძლებლობა უკვე მიეცა.

კინოთეატრებში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, ყოველი ჩვენების შემდეგ კინოდარბაზში დეზინფექცია ტარდება, ადამიანებს შორის კი დისტანცია სულ მცირე 1,5 მეტრი უნდა იყოს, რის გამოც სავარძლების ნაწილი ცარიელი დარჩება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,188 ნახვა
%d bloggers like this: