თეა წულუკიანის თქმით, ოქრუაშვილისა და უგულავას ადგილი არის იქ, სადაც იმყოფებოდნენ

Nusagi

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ იმ დღეს შეიტყო, როდესაც ამის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. როგორც წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ უგულავას და ოქრუაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.

„მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი, არც პრემიერი გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დაამყარა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან დადგა ორ ადამიანის გამოსვლის საკითხი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ, კარგად ვუვლიდით, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ დროს გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი – პრეზიდენტის გადაწვეტილება, ერთი მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 პატიმარი, რომელთა შეწყალებაც დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: