ირაკლი წულაია: ამ მართლაც გასაოცარ დემოკრატიაში მკვლელებს, 50 მილიონის ქურდს, ხალხის მჩაგვრელებს და პროვოკატორებსაც კი აქვთ უფლება, პირდაპირ ეთერში მონოლოგები გვიკითხონ

Nusagi

რატომ გახდა დღეს ჰესების მშენებლობა ცუდი, რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვას და დღეს – სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები ,- ასე ეხმიანება გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ ავტორი, ირაკლი წულაია ჰესების მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.

წულაია აცხადებს, რომ ჰესების თემაზე მონოლოგების მიზანი, არა სწორი ინფორმაციის გავრცელება, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად ადამიანებით მანიპულირებაა.

„რა არის იმის მიზეზი რომ სწრაფად იცვლიან ღირებულებებს? რატომ გახდა დღეს ცუდი, ის რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვა და დღეს – სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები. ქვეყანაში სამწუხაროდ არიან ძალები, რომელთა მიზანიც დაპირისპირების გაჩენაა და არა სისტემების აწყობა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენების მთავარი კომპონენტია. ამ მართლაც გასაოცარ დემოკრატიაში, მკვლელებს, მოღალატეებს, 50 მილიონის ქურდს, ხალხის მჩაგვრელებს და პროვოკატორებსაც კი აქვთ უფლება პირდაპირ ეთერში მონოლოგები გვიკითხონ“,- ამბობს ირაკლი წულაიას.

მისი თქმით, ფაქტია , რომ ყველა ახალი პროექტი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

,,ნაცვლად იმისა, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღ დისკუსიაში გადაიზარდოს, ხშირად უაზრო დაპირისპირებამდე მიდის“,- ამბობს ირაკლი წულაია.

გადაცემის ავტორი დარწმუნებულია, რომ უნდა გაჩნდეს სივრცე დისკუსიისთვის, რათა ყოველი ახალი ჰესის მშენებლობა ახალი დაპირისპირების საგანი არ გახდეს. დისკუსიების შედეგად კი ჩამოყალიბდება ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელზეც სამომავლოდ დაშენდება სახელმწიფო და ამ ბირთვის ჩამოყალიბების გარეშე წინსვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: