Advertisements

მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტის განცხადებაზე: ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია, არც ერთი შემთხვევა არაა დამალული

ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი სწორია. არც ერთი შემთხვევა არაა დამალული. დღეს გვყავს 728 პაციენტი, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ.

„ჭეშმარიტება ერთია, გვაქვს 728 დადასტურებული შემთხვევა. დამთავრდა. ამას არავითარი კომენტარი არ სჭირდება. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. საუბარს იმაზე, თუ ვის რა აზრი აქვს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 316.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed